ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. თინათინ ხიდაშელი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს მოჰამად მასუნ სტენეკზაის შეხვდა. ავღანელმა კოლეგამ თინათინ ხიდაშელს ავღანეთში ქართველი სამხედროების საქმიანობისა და დამსახურებების გამო მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის მინისტრებმა ავღანეთში არსებული ვითარება მიმოიხილეს და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატოს ელჩის მოადგილეს დოქტორ მერფის. მხარეებმა საუბრისას ყურადღება სამხედრო უსაფრთხოების თემებზე, სამომავლო თანამშრომლობასა და სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე გაამახვილეს.
ანალოგიურ თემებზე ისაუბრა თინათინ ხიდაშელმა კიდევ ერთი ორმხრივი შეხვედრაზე, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლის პირველ მოადგილესთან, ბრიტანელ გენერალ-ლეიტენანტ სენდი სთორისთან გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამართული შეხვედრების შემდეგ ნატოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს განაახლებს. ავღანეთის შემდეგ ის ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.