თიბისი არტ გალერეაში ოთარ ჩხარტიშვილის გამოფენა გაიხსნა

22/12/2016

„თიბისი არტ გალერეაში“ ქართველი მხატვრის, ოთარ ჩხარტიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე მხატვრის 60 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენის გახსნას, სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მერის მოადგილეები – ნოდარ შეროზია და დავით ლობჟანიძე დაესწრნენ. 2016 წლის ივნისში, „სოტბის“ საგამოფენო სახლში გამართულ ექსპოზიციაზე, რუსთავის მერიისა და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით წარდგენილ ოთარ ჩხარტიშვილის სამ ნახატს დიდი წარმატება ხვდა წილად. ოთარ ჩხარტიშვილი 1938 წელს ქობულეთში დაიბადა, სტუდენტობის პერიოდიდან კი რუსთავში ცხოვრობდა. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ასევე, „როი მაილს გალერისა“ (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში (ნიუ ჯერსი, აშშ). მხატვარი 2006 წელს გარდაიცვალა. ოთარ ჩხარტიშვილის გამოფენა „თიბისი არტ გალერეაში“ სამ თვეს გასტანს და 2017 წლის 21 მარტს დაიხურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0