გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით ჯალაბაძემ და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა დაბა თიანეთში საზეიმოდ გახსნეს მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თიანეთის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობა, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკითაა აღჭურვილი და თიანეთის სატყეო უბნის 21 თანამშრომელზეა გათვლილი.
ამ დრომდე თიანეთის მოსახლეობას მომსახურეობისთვის მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის ცენტრალური ოფისისათვის უწევდა მიმართვა, რომელიც ქ. მცხეთაში მდებარეობს.
თიანეთის სატყეო უბანი მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდის 53 000 ჰა. ფართობს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს – 6050 კომლს, რომლის დიდი ნაწილი ზამთრის სეზონზე დამოკიდებულია ტყის ფონდიდან მიღებულ მერქნულ რესურსზე.
თიანეთში სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა
03/10/2016