თიანეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მხარის რწმუნებულმა დაათვალიერა

24/06/2020

თიანეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან თამაზ მეჭიაურთან ერთად კულტურის სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. მხარის რწმუნებული და მუნიციპალიტეტის მერი დღეს ასევე იმყოფებოდნენ ცხრა აპრილის ქუჩაზე,სადაც მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.
შალვა კერესელიძემ და თამაზ მეჭიაურმა ჟებოტა-ძებნიაურები თეგერაანები-ლელოვნის დამაკავშირებელი გზის სამუშაოები დაათვალიერეს და პროცესს ადგილზე პირადად გაეცნენ. ცნობისთვის თიანეთში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მოეწყობა სცენა, დარბაზი, საოპერატორო და საგრიმიორო ოთახები; დამონტაჟდება პროფესიონალური გახმოვანებისა და განათების აპარატურა. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები2020 წლის სექტემბერში დასრულდება. დაბა თიანეთში, 9 აპრილის ქუჩაN8-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციისთვის კი141 000 ათასი ლარი იხარჯება.პროექტის ფარგლებში შეიცვალა სახურავი,გამაგრდა აივნები,ცენტრალური გზის მხრიდან წყალშემკრები ძაბრები შეიმოსა თუნუქის ფურცლებით, მოეწყო საკვამურები.კორპუსში ორსაზე მეტი მოსახლე ცხოვრობს. ჟებოტა-ძებნიაურები-თეგერაანები- ლელოვნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის რეგ.ფონდიდან 103 000 ლარი იხარჯება. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს,თუმცა მშენებარე კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ,რომ შესაძლოა გზის დაგება მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0