22 ივნისს, სისხლის დონორთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, დაბა თიანეთში გაიმართა სისხლის დონაციის აქცია – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“
ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის (სისხლის გადასხმის ინსტიტუტი) სისხლის ბანკის სათანადოდ აღჭურვილი მობილური ჯგუფი ადგილზე მოემსახურა სისხლის გადასხმის მსურველებს. თიანელებმა კი სისხლის უანგაროდ გაღებით წვლილი შეიტანეს სისხლის ბანკის მარაგის შევსებაში,რომელიც საქართველოს მასშტაბით გადაუდებელი დახმარების და ონკო-ჰემატოლოგიურ კლინიკებში გადანაწილდება.
აღსანიშნავია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტი სისხლის უანგარო დონაციის აქციას წელს მესამედ შეუერთდა.
თიანეთში გაიმართა სისხლის დონაციის აქცია – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“
22/06/2017