თიანეთი-ახმეტის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება

05/12/2016

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტზე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ისაუბრეს, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უპასუხეს დაინტერესებული საზოგადოების კითხვებს და გააცნეს, თუ რა ზემოქმედება შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული გზის მშენებლობამ გარემოზე.
ახმეტა – თიანეთის დამაკავშირებელი საავტომობილო 30 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია უახლოეს თვეებში დაიწყება და დაახლოებით 2 წელიწადში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0