თიანეთის 9 სოფელი აღდგომას სასმელი წყლით მომარაგების ახალი სისტემით ხვდება

27/04/2016

თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად 2016 წლის 26 აპრილს, გახსნა 9 სოფლის სასმელი წყლით მომარაგების ახალი სისტემა. კერძოდ, სოფლები: ღულელები, კვერნაულა, თოლენჯი, ცალუღველაანთკარი და მელიასხევი მარაგდებიან ლაბორატიულად გასინჯული, სუფთა სასმელი წყლით. სპეციალურად ამისთვის გაბურღვილი 4 ჭაბურღილიდან და აშენებული საქლორატეებიდან. ხოლო სოფლები: ალოტი, ალაჭანი, კახოიანები და ტუშურები მარაგდებიან თვითდინებით სპეციალურად ამისათვის დაცულ ზონებში მოწყობილი წყლის შემკრები სათავენაგებობებიდან. 2013-2015 წლებში თიანეთში 20 სოფლის წყალომამარეგების ახალი სისტემა იქნა აშენებული. მიმდინარე 2016 წელს კიდევ 3 სოფლში განხორციელდება მშენებლობა და ასევე მოხდება დაბა სიონის წყალომარაგების სისტემის დაზიანებული უბნების რეაბილიტაცია. ეს სოფლებია : ხევსურთსოფელი, დევენაათხევი და საყდრიონი. მშენებლობა დაიწყება მაისის თვის პირველ დეკადაში. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით თიანეთის ყველა სოფლის წყამომარაგების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფისათვის შეიქმნა სპეციალური აიპი “თიანეთის წყალი”. მისი მოვალეობაა ქსელზე ან სათავე ნაგებობებზე დაზიანების დროული და ორგანიზებული აღმოფხვა და ასევე სასმელი წყლის ბასეინების დასუფთავება-დაქლორვის სამუშაოების შესრულება. ამისათვის “თიანეთის წყალი” აღიჭურვა სათანადო ხელსაწყოებით, მარაგი ნაწილებით და სამუშაოების შესრულებისათვის აუცილებელი ტექნიკით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0