თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება

18/08/2016

ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია 2014 წელს დაბა სიონში მომხდარი სტიქიის შედეგად სანაპირო ზოლზე არსებული ვითარება. სტატიის ავტორმა, ინტერნეტში მოიძია აღნიშნული ფოტო, წაშალა გადაღების თარიღი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში, თითქოს აღნიშნული ფოტო ასახავდეს სიონში არსებულ ახლანდელ ვითარებას.
განვმარტავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
სანაპირო ზოლი არის დასუფთავებული და რეგულარულად ხორციელდება წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
პატივცემულო სიონელებო და სიონის სტუმრებო,
მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაყრით ნარჩენებს სანაპირო ზოლზე.
დაიცავით სისუფთავე და ისიამოვნეთ სუფთა გარემოთი.
გისურვებთ ბედნიერ დასვენებას!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0