მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მხარის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობებში სხვადასხვა სფეროში არსებული ინფორმაცია გამგებლებისგან, მერისგან და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან პირადად მოისმინა.
მხარეებმა განიხილეს ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, სამხედრო გზის მიმდებარედ ნარჩენებით დაბინძურების საკითხი. სამხარეო ადმინისტრაციასთან კოორდინაციით მოხდება ტეროტორიის გაწმენდა, აღნიშნული გზის მონაკვეთზე მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, კერძოდ დაიდგმება სანაგვე ურნები. დაბინძურების ფაქტების პრევენციისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციებიც ამოქმედდება.
თვითმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
11/05/2016