თერჯოლის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

04/06/2021

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ჩოლაბურის ხიდის მე-8 კმ-დან რუფოთი-ალისუბანი-თუზის საავტომობილო გზაზე, რომელიც უმოკლესი მანძილით აკავშირებს სოფლებს ერთმანეთთან. პროექტის, ფარგლებში დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, საფეხმავლო ბილიკების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელებისა და დასახლებულ ადგილებში ეზოებში შესასვლელების მოწყობა. აღნიშნული გზა დაახლოებით 12 კმ სიგრძისაა, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო#1“ ასრულებს, რომლის ღირებულება 11 400 000 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0