თერჯოლის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება-ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება გრძელდება. მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.
შეხვდრებზე მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს:
სოფ. სათემო: სასაფლაოს შემოღობვა მავთულბადით და ჭიშკრების მოწყობა.
სოფ. ბარდუბანი: ჯანელიძეებისა და საპანაძეების უბანში სასაფლაოს შემოღობვა მავთულბადით;
სანიაღვრე არხის მოწყობა რკინა-ბეტონის ანაკრებით;
დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძრის ეზოსათვის ჭიშკრის მოწყობა და კაპიტალური საპირფარეშოს აშენება.
ბარდუბანში გამართულ კრებას ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები და თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის განსაზღვრულია 345 000 ლარის გამოყოფა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის განსაზღვრულია 345 000 ლარის გამოყოფა
06/02/2019