თერჯოლაში 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. ჩხარი-ძევრის დამაკავშირებელი გზის 2,5 კმ-იანი მონაკვეთის მოწყობის სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ იამანიძესა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ არჩილ ქოჩიაშვილთან ერთად დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიმდინარე საგზაო სამუშოები ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ვასილ ფანჩულიძესა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტის-ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის 2,5 კმ-იანი მონაკვეთის არმირებული ბეტონით მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საპოვნელა+” შეასრულებს და მასზე რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 721 ათასი ლარი დაიხარჯება.
თერჯოლაში 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო

21/01/2019