თერჯოლაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება

26/12/2019

თერჯოლაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება, რომელიც ექსპლუატაციაში შესაბამისი აპარატურით აღჭურვის შემდეგ შევა. შესრულებულ სამუშაოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერ ბონდო სოფრომაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„ჩვენ წელს დავიწყეთ ეს პროგრამა, რომელიც მოიცავს პირველადი ჯანდაცვის – ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში, მთლიანობაში, 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრისა და 200-ზე მეტი ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია შევძელით წლევანდელი დაფინანსებით, რაც ამ მიმართულებით, რეგიონებში არსებულ ვითარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 233 ათასი ლარით დაფინანსდა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0