თერჯოლაში დასუფთავების აქცია გაიმართა

20/04/2016

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ და ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯომარემ გიორგი ლილუაშვილმა დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც სოფელ გოგნში ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო და დასუფთავდა გოგნის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0