თერმოსკრინინგის ფარგლებში, შეფასდება მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა

12/04/2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გურიის რეგიონში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პირველი დაბა, სადაც დღეს მედიკოსებმა მოსახლეობის შემოწმება დაიწყეს ნასაკირალია. დილიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოხალისეებთან და სამართალდამცავებთან ერთად მოსახლეობას სახლში აკითხავენ და თერმოსკრინინგს უტარებენ. ადგილზე გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე იმყოფებიან.

„თერმოსკრინინგის ფარგლებში, შეფასდება მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოხდება მათი ზუსტი დიაგნოსტიკა. მობილიზებულია 15 ჯგუფი, ყველა ეს ღონისძიება მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის კეთდება. ნასაკირალის სამივე შესასვლელთან ბლოკ-პოსტები მოეწყო, სადაც დაბაში შემსვლელ მოსახლეობას ამოწმებენ“ – ზურაბ ნასარაია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0