მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა, მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან, ლაშა ლობჯანიძესთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო თათბირი გამართა.
მერმა სამსახურის უფროსებთან ერთად მიმდინარე და მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები განიხილა, სტრუქტრურული ერთეულების მიერ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
დღევანდელ თათბირზე, მერიის ხელმძღვანელმა პირებმა მოისმინეს ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობის, ასევე გამოცხადებული ტენდერების შესახებ.
თათბირზე აქტუალური იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პროგრამის ფარგლებში სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაოების საკითხიც. დამსწრეებმა, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მძიმე ტექნიკის მდგომარეობისა და ვარგისიანობის შემოწმების ორგანიზების საკითხებზეც იმსჯელეს.
თემურ აბაზოვმა სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა
28/02/2018