თემურ აბაზოვი დილიდანვე ჩაერთო მუნიციპალიტეტის საქმიანობაში

14/11/2017

მარნეულის ახლადარჩეულმა მერმა პირველი სამუშაო დღე აქტიურად დაიწყო. თემურ აბაზოვი დილიდანვე ჩაერთო მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, გაეცნო შინა განაწესს, მერიისა და სამსახურის დებულებებს და სტრუქტურას.მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ნოებრიდან გამგეობა გარდაიქმნა მერიად, ამ კუთხით უახლოეს მომავალში გატარდება შესაბამისი პოზიტიური ცვლილებები.
დღის მეორე ნახევარი, მარნეულის მერმა ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას და მოსახლეობასთან შეხვედრას დაუთმო.
თემურ აბაზოვი, საკრებულოს წევრთან ამირან გიორგაძესთან, მერიის სამსახურის უფროსებთან და თანამშრომლებთან ერთად კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულს ეწვია, სადაც მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა.
„მოგეხსენებათ დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში. აქტიურად ვეცნობი მიმდინარე პროექტებს, მერიის შინა განაწესს, გავიცანი თანმშრომლები. ამჟამდ კი ვიმყოფები კაჩაგანის ადმინისტრაციული ერთეულში მოვინახულე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი და შევხვდი მოსახლეობას. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაჟღერებდი აუცილებლად შესრულდება, ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. მე ჩემ გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მარნეულელი მოსახლეობის ნდობა გავამართლო!“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0