თემატური მოკვლევა საინტერესო პროცესია, რომელიც ჩართულობას, საჯარო განხილვებს და სხვადასხვა მოსაზრების მოსმენას გულისხმობს

06/07/2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სამცხე-ჯავახეთში იმყოფება.
პარლამენტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ხერთვისის ციხეზე გამართულ პრეზენტაციაში, რომელიც პარლამენტის კულტურის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე საფორტიფიკაციო ნაგებობების კონსერვაცია/რესტავრაცია და ფუნქციურ რევიტალიზაციასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში გამართა.

„ეს ის მემკვიდრეობაა, რომელიც ჩვენთვის იყო ყოველთვის ისტორიულად მნიშნელოვანი და ჩვენ, ჩვენი ბავშვობიდან ამ ძეგლების ისტორიით, მათი მონახულებით გავიზარდეთ. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ძეგლებს ჰქონდეთ ის ფუნქცია, რომელიც უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს, მიიყვანს თავისთან და ადამიანს ექნება სურვილი, რომ არა მხოლოდ წიგნებში ამოიკითხოს ამა თუ იმ ციხე-სიმაგრის ისტორია, არამედ თვითონ მოინახულოს და იყოს რაღაცის ნაწილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თემატური მოკვლევა საინტერესო პროცესია, რომელიც ჩართულობას, საჯარო განხილვებს, სხვადასხვა მოსაზრების მოსმენას გულისხმობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0