“თელასი” თბილისის მოსახლეობის ნაწილს 7 მარტს ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ აფრთხილებს

04/03/2016

კომპანია „თელასის“ ცნობით სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 7 მარტს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვარდების მოედნის, ერევნის, ალადაშვილის, ხივინის და კონსტანტინე ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, კრუბსკაიას, მიხაკო წერეთლის, გიორგი წერეთლის, რიონის, მორის ფოცხიშვილის, ულიანოვის, სარაჯიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გელა ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს და დიდუბის რაიონები
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, რობაქიძის, გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, ჭყონდიდელის, საყვირის, ზესტაფონის, წიწამურის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, ცოტნე დადიანის, ვახტანგ ნინუას და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ოქროყანის და წავკისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0