“თელასი” თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ აფრთხილებს

01/03/2016

კომპანია „თელასის“ ცნობით სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 2 მარტს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზიკაშვილის, გუმბრის, ახალუბნის, საინგილოს, ოძისის, კაიშაურის, კვალეთის, სამრეკლოს და შაქრიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუმის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის 2ა ზონის, ანა პოლიტკოვსკაიას და სანდრო ეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საკაბელო ტრასების გამოკვლევის მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, შარტავას და დები იშხნელების ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის II შესახვევის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, სალმის შესახვევის, ვიწრო ჩიხის, კოტე აბხაზის, ლესელიძის, ტყავის, იერუსალიმის, გრიგოლ ხანძთელის, თუმანიანის, თონეთის, აბოვიანის, ბეთლემის, გომის, ასკანის, ჯვარედინის, აბო თბილელის, საიათნოვას, საადის, ჯემალ აჯიაშვილის, სამღებროს, ორპირის და ძმები ზდანევიჩების ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I მიკრორაიონის, კრუპსკაიას, მიხაკო წერეთლის, გიორგი წერეთლის, რიონის, მორის ფოცხიშვილის, ულიანოვის, სარაჯიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გელა ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის და გია რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0