თელავში ყალბი ფულის გამოყენების ფაქტი გამოვლინდა

25/03/2016

შსს-ს ინფორმაციით, თელავში ყალბი ფულის გამოყენების ფაქტი გამოვლინდა. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე პირია დაკავებული.
ჯერჯერობით არ კონკრეტდება თანხის ოდენობა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 212-ე მუხლით. საქმეს კრიმინალური პოლიციის კახეთის სამხარეო განყოფილება იძიებს.

არსებული ინფორმაციით, თელავში ყალბი 20-ლარიანების გამოყენების ფაქტი გამოვლინდა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0