თელავში ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები ეწყობა

22/08/2016

ქალაქ თელავის ცენტრალურ ნაწილში გზაზე გადასასვლელები ეწყობა. რუსთაველის გამზირზე ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის მონიშვნაში მონაწილეობა ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ გადასასვლელები ეწყობა ე.წ. ცივი პლასტით, რომლის ექსპლუატაციის ვადა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი საღებავის. პროექტზე ქალაქის ბიუჯეტიდან 64 000 ლარი იხარჯება, გადასასვლელებთან ასევე განთავსდება საგზაო ნიშნები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0