ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ლატვიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ელიტა გაველემ ლატვიის საპატიო საკონსულო გახსნეს. მნიშვნელოვანია, რომ საკონსულოს საპატიო კონსულის რანგში მიხეილ ხუნდაძე უხელმძღვანელებს.
,,საპატიო საკონსულოს გახსნა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოვებას და ვფიქრობ, ჩვენ გვექნება მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ახლოს გაეცნონ ლატვიის კულტურას, ტრადიციიებს, რადგან ჩვენ ორივე ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანა ვართ და წარმოვადგენთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილს”-ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე.
საკონსულოს გახსნას ქალაქ თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, მოადგილე გია გიგიაშვილი, მერის მოადგილეები ალექსანდრე საჩიშვილი და ლევან ლილუაშვილი,ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ენუქიძე, ასევე ლატვიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლატვიის საპატიო საკონსულო ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობაში განთავსდა.