საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს – თელავს და სიღნაღს, ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა, ასევე მეეზოვეების ორი სეზონის (ზაფხულისა და ზამთრის) სპეციალური უნიფორმები გადასცა. ახალი აღჭურვილობის გადაცემის პროცესს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, კახეთის მხარის რწმუნებულის პირველი
მოადგილე, პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ესწრებოდნენ და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი დაესწრნენ. კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ ფარგლებში, ჯამში ეტაპობრივად გადაეცემათ სხვადასხვა ზომის 5397
კონტეინერი, 223 უნიფორმა, ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომის 24 ერთეული სპეციალური და პიკაპის ტიპის 10 სატვირთო მანქანა. ამასთანავე, ქაღალდის/მუყაოს სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქ თელავის აღჭურვა კონტეინერებითა და სეპარირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკით. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის ფედერალური მთავრობის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.
თელავს და სიღნაღს, ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა
04/12/2022