ქალაქ თელავის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია ”ძლიერი თელავი” რეგისტრაციაში გაატარეს. ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან შედგება და მას დეპუტატი ნიკოლოზ ვარდოშვილი უხელმძღვანელებს.
ახალი ფრაქცია რეგისტრაციაში მას შემდეგ გაატარეს რაც ნიკოლოზ ვარდოშვილმა სამი ინსტანციის სასამართლო მოიგო. წელიწადნახევრის წინ ქალაქის საკრებულომ ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა და განმარტა, რომ უარი ეთქვათ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ამბობს, რომ „ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ, გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში.