თელავის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პრაქტიკის დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს

08/07/2016

თელავის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პრაქტიკის დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს. პილოტური პროექტის ფარგლებში წინანდალში, ქვემო ხოდაშენში, ბუშეტში, ვანთასა და აკურაში ნარჩენების სეპარირებისათვის განკუთვნილი ყუთები დაიდგა, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ჩამოყალიბებას, მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით.
WMTR პროგრამამ აღნიშნულ 5 სოფელს 75 ურნა გადასცა, მათ შორის კი ქაღალდისა და პლასტმასის სეპარირებული შეგროვებისათვის განკუთვნილი 30 ურნა, რომლებიც სოფლების ცენტრებში, მაღაზიებსა და საჯარო სკოლებთან ახლოს განთავსდა. შეგროვებული ნარჩენი შესაბამის საწყობში გროვდება, იპრესება, საიდანაც უკვე კერძო კომპანია წაიღებს გადასამუშავებლად.
6 ივლისს,პროგრამის ფარგლებში ქაღალდისა და პლასტმასის ნარჩენებისთვის დამატებით თელავის მუნიციპალიტეტს კიდევ 12 ურნა გადაეცა,რომელიც საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა, რასაც სეპარირებული შეგროვების დამატებითი უბნების გახსნასთან ერთად საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს.
WMTR პროგრამის გუნდი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამიზნე სოფლებში აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო კამპანიას აღნიშნულ ინიციატივაში საზოგადოების და განაკუთრებით ახალგაზრდობის აქტიური ჩართვის მიზნით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0