5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება,ამ დღესთან დაკავშირებით შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)-ს CENN – ის და PMC RC – კონსორციუმის წევრების ორგანიზებით დასუფთავების აქცია გაიმართა, სადაც მონაწილეობას თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ,პროფესორ-მასწავლელები,სკოლის მოსწავლეები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იღებდნენ.
დასუფთავების აქცია პროექტ – “კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში”, ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლისმეურნეობის განვითარების (ENPARD) ფარგლებში გაიმართა.
კონსორციუმის წევრების ორგანიზებით მსგავსი აქციები გაიმართება ჩაქვში და ახალციხეში.
თელავის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
08/06/2016