ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ, თელავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გიორგი კიკნაძესთან ერთად ჩოხელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაობის ფარგლებში სრულად ეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი, ტროტუარები და შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციაზე 600 000 ლარამდე იხარჯება.
სრულად ეწყობა ასფალო-ბეტონის საფარი ბახტრიონის ქუჩაზეც, სამუშაოები ორივე ქუჩაზე დასრულების ეტაპზეა. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციაზე ჯამში 1 026 346 ლარი დაიხარჯება.
თელავის მერმა ჩოხელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
14/06/2016