თელავის მერმა მშენებარე სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

10/08/2017

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ, ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა და გუბერნიის ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბენო გეგეჭკორმა მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის ,,ჰაპო“-ს მშენებარე გარე აუზები დაათვალიერეს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა ,,თელავში მსგავსი მასშტაბის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი უპრეცედენტოა, იგი მოიცავს დახურულ აუზებს და მალე მას ღია, თანამედროვე სტანდარტების აუზებიც შეემატება. მნიშვნელოვანია, რომ სპორტული კომპლექსი მთლიანად კერძო ინვესტიციით აშენდა და ვითარდება, ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ თელავში კარგი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად. ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა ჩემს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0