ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გიორგი კიკნაძესთან ერთად თამარის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. თამარის ქუჩაზე 80-იან წლებში გაკეთებული სანიაღვრე კოლექტორები წლების განმავლობაში ამორტიზებულ მდგომარეობაში იყო, ხოლო დაზიანებული ცხაურები ტრანსპორტით და ქვეითად გადაადგილებისას მოქალაქეებს საფრთეს უქმნიდა. სანიაღვრე კოლექტორების რეაბილიტაციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 59 000 ლარამდე დაიხარჯება, მისი საერთო სიგრძე 210 მეტრს შეადგენს, სამუშაოები ივლისის ბოლომდე დასრულდება.
თელავის მერმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
15/06/2016