თელავის მერი გამოფენას დაესწრო

18/05/2016

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული გამოფენა დაათვალიერა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები.
პროექტი ქალაქ თელავის მერიის მხარდაჭრით ხორციელდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები და სხვ საინტერესო ნივთები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0