თელავის მერიასა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

13/04/2016

ქალაქ თელავის მერიასა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.
შეთანხმების ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკა ქალაქ თელავს ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა პროექტს შესთავაზებს, მათ შორის მოხდება თელავის ბიბლიოთეკის კომპიუტერიზაცია და არქივების შექმნა, თელავს ასევე გადმოეცემა ე.წ. წიგნის კიდობანები, რაც დაინტერესებულ მკითხველს საშუალებას მისცემს უფრო მისაღებ გარემოში ჰქოდეს წვდომა სასურველ ლიტერატურასთან.

აღსანიშნავია,რომ ეროვნული ბიბლიოთეკის პრეზიდენტმა ახალგაზრდებში წიგნიერების ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები ქალაქ თელავის მერს პლატონ კალმახელიძეს, კახეთის გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს და თელავის თეატრის დირექტორს პაატა გულიაშვილს გადასცა,შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი ესწრებოდა.

მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი, პარლამენტის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი, გერმანიისა და საფრანგეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოში.

12 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საფრანგეთში მოღვაწე წარმოშობით თელაველი მხატვრის, ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელ ლევან მოსიაშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა ”Mon Amour” (”ჩემი სიყვარული”) გაიხსნა.
ლევან მოსიაშვილის გამოფენა 18 აპრილამდე გაგრძელდება. ეს მხატვრის მეოთხე პერსონალური გამოფენაა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ამჯერად დამთვალიერებელი იხილავს ბოლო ერთი წლის მანძილზე ავანგარდულ და აბსტრაქტულ ჟანრში შექმნილ 60-მდე ტილოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0