თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

30/09/2019

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. არსებული საავტომობილო გზა გრუნტოვანი იყო, რაც გადაადგილებას, განსაკუთრებით უამნიდობის პირობებში მნიშვნელოვნად აფერხებდა. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა გზის სრული რეაბილიტაცია. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და საგზაო ნიშნები, ასევე განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. რეაბილიტაციის შემდეგ გზით მოსარგებლეებს საშუალება აქვს განახლებული და კომფორტული გზით იმგზავრონ თეთრიწყაროდან ბოლნისის მიმართულებით. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 2 მილიონი ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0