თეთრიწყაროში თავდადებულის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

17/08/2017

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ერეკლე კუხიანიძემ გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, ქალაქ თეთრიწყაროში თავდადებულის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
პროექტით გათვალისწინებულია 960 მ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა, შეიქმნება ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობები.
პროექტის ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 688 000 ლარს, სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „როუდ სოლუშენს“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0