თევდორე კობახიძემ ახალგაზრდა მეცნიერი გიორგი კობახიძე მიიღო

07/09/2016

თევდორე კობახიძემ ახალგაზრდა მკვლევარ-მეცნიერი გიორგი კობახიძე მიიღო თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე საკრებულოში ახალგაზრდა მკვლევარ-მეცნიერს გიორგი კობახიძეს შეხვდა, სადაც ავტორმა თევდორე კობახიძეს საკუთარი წიგნი სახელწოდებით -„აფხაზეთი – ქართული სულიერების სამკვიდრო, საეკლესიო არქიტექტურული ძეგლები და სიწმინდეები“ საჩუქრად გადასცა. შეხვედრაზე ახალგაზრდა ავტორმა წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გამოცემის მიზანი აფხაზეთის ქრისტიანულ საეკლესიო ხუროთმოძღვრულ ძეგლებთან დაკავშირებული ისტორიული პირებისა და ფაქტების წარმოჩენა იყო. მისივე თქმით, წიგნი თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თევდორე კობახიძის ხელშეწყობით და თანადგომით გამოიცა. ავტორმა შეხვედრაზე ასევე წიგნის გამოცემის საკითხში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის წვლილსაც გაუსვა ხაზი. კრებულში აფხაზეთის ქრისტიანულ საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ ქართული და უცხოური ისტორიული დოკუმენტური ცნობებია თავმოყრილი, რომლებითაც დასტურდება, რომ აფხაზეთის მკვიდრნი მეზობელ ხალხთა მიღწევათა გაზიარებით, ქართული კულტურის თანაშემოქმედნი იყვნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0