თეატრალური ხელოვნების დღესასწაული ბოლნისში

26/09/2016

თეატრალური ხელოვნების დღესასწაული ბოლნისში – 30 სექტემბერს მაყურებლის წინაშე რუსთაველის თეატრი წარსდგება.
შოთა რუსთაველის სახელობის ქ. თბილისის სახლემწიფო აკადემიური თეატრი ბოლნისში ამჯერად ეჯინა როუზის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ,,თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ ჩამოიტანს. დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუა გახლავთ. დიდი მაესტრო ბოლნისში სპექტაკლს დაესწრება.
მონაწილეობენ თეატრის წამყვანი მსახიობები: მურმან ჯინორია, დავით კვირცხალია, ლევან ხურცია, ტრისტან სალარიძე, სოსო აბრამიშვილი, ვანო გოგიტიძე, დავით დარჩია, ზურაბ ინგორიყვა, ირაკლი მაჭარაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, რევაზ ჩხაიძე, თემიკო ჭიჭინაძე.
დასაწყისი 18:00 საათზე.ბილეთის ფასია 10 ლარი, რომელიც კულტურის სახლის სალაროში გაიყიდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0