შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დანაგვიანებული ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები დაიწყო. სამუშაობს თბილსერვისი თბილისის მერის, დავით ნარმანიას დავალებით ახორციელებს.
დღეს დასუფთავების პროცესში “თბილსერვის ჯგუფის” 100-მდე სპეც თანამშრომელი მონაწილეობდა. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება.
სამების ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები 1200 კვ.მ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ტაძარში განთავსებულ სტამბას ხანძარი გუშინ გაუჩნდა.