თბილისში სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

16/06/2016

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის ,,ოქსფამი“ (OXFAM) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, 15-16 ივნისს, თბილისში სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ესწრებოდა.
კონფერენციაზე სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის პოლიტიკის მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და საუკეთესო გამოცდილების მაგალითებზე იმსჯელეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურსათო უსაფრთხოება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები გააცნო და ყურადღება სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
,,ოქსფამ საქართველომ“ კონფერენციის მონაწილეებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთიანი სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევების შედეგები წარუდგინა.
კონფერენციას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები ევროპიდან და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0