დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოსაყვანად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უახლოეს დღეებში გამოვლინდება. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოსაყვანად გამოცხადებულ ტენდერში სულ 7 კომპანია მონაწილეობდა. სატენდერო დოკუმენტაცია 16 მარტს გაიხსნა და ამჯერად მასში მონაწილე კომპანიების წინადადებების შესწავლის პროცესი მიმდინარეობს.
“შესაბამისი სამუშაო ჯგუფი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ძალიან აქტიურად მუშაობენ, ყოველდღიურ რეჟიმში, რათა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია შეისწავლონ. აღნიშნულის შემდეგ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება”, _ განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მერია წელს 150 ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს, რომლებიც კომპენსირებულ ბუნებრივ აირზე იმუშავებენ. ავტობუსების შეძენა 30 მილიონი ევროს ოდენობის “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” სესხით მოხდება.