სასტუმრო ჰუალინგში დღეს ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა, რომელიც საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მიერაა ორგანიზებული. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა მოვლენათა გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე, ტერიტორიული მარკეტინგი, რეგიონის განვითარება მოვლენათა შექმნის საშუალებით, ბრენდირებული მოვლენების შექმნა და განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ინტეგრაცია სპორტული და სხვა სახის მოვლენების ორგანიზებაში.
თბილისი სპორტული ტურიზმის კონფერენციას მასპინძლობს

29/09/2017