თბილისი-სენაკის-ლესელიძის მაგისტრალზე გზის შეკეთების სამუშაოები სრულდება

03/07/2018

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის საფარის აღდგენითი სამუშაო დასრულების ეტაპზეა. ტურისტული სეზონისთვის, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდა. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოხდა გზის ორმოული შეკეთება, მოწესრიგდა დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები. გრძელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
სამუშაოს დასრულების შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობის მხრივ, ყველაზე მაღალი ინტენსივობის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალით (აღმოსავლეთიდან-დასავლეთ საქართველოს მიმართულებით და პირიქით) საკურორტო და რეკრეაციულ ზონებამდე მისვლა შეუფერხებლად და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზასთან ერთად, დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე, მოვლა-შენახვის სამუშაო, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად გრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0