თბილისი-სენაკის გვირაბის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

15/08/2021

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, სამხედრო ტექნიკის გადაზიდვისას დაზიანდა ვენტილატორი, რის გამოც გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0