თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან მონაკვეთზე ახალი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისი-საგარეჯოს გზა 3 მონაკვეთად არის დაყოფილი – ვაზიანის შემოვლითი გზა, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი და საგარეჯოს შემოვლითი გზა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარია.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს მგზავრობის დროს.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან მონაკვეთზე ახალი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

02/12/2022