თბილისი-თიანეთის გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26/09/2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტაცია უტარდება 3 ხიდს. მოეწყობა საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის მოწყობა. სარეაბილიტაციო მონაკვეთი თბილისში იწყება და გაივლის სოფელ მამკოდის და ცხვარიჭამიას ტერიტორიებს. თბილისი–თიანეთის გზის რეაბილიტაციის შედეგად, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება მეტად კომფორტული და შემცირდება მგზავრობის დრო.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 948 977 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლისთვის არის დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0