თბილისის 90-ე სკოლაში სარეაბიალიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

17/12/2019

ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე, თბილისის 90-ე სკოლაში სარეაბიალიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ირინე აბულაძე გაეცნო. სკოლა რეაბილიტაციის შემდეგ 1500 მოსწავლეს დაიტევს. თანამედროვე სტანდარტების სკოლას ექნება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კლას-კაბინეტები, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები.
შენობა ადაპტირდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, იფუნქციონირებს ლიფტი, მოეწყობა სპორტული მოედანი, გამწვანდება სკოლის ტერიტორია. რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება, ახალი სასწავლო წლიდან კი, სასწავლო პროცესი განახლდება. ირინე აბულაძის განცხადებით, 2019 წელი გამორჩეული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოების მასშტაბით. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებდა სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, 700-ზე მეტ სკოლას ჩაუტარდა ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაიწყო მასშტაბური პროექტები სკოლების მშენებლობის მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0