თბილისის 10 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა.
ეზოებში ნიადაგს გაუკეთდა მულჩირება, ტერიტორია მოპირკეთდა დეკორატიული ქვებით და დაირგო სხვადასხვა სახის მცენარეები.
ნიადაგის ზედაპირის მულჩირება წარმოადგენს აგროტექნიკურ ღონისძიებას, რომლის დროსაც ნიადაგი მცენარის გარშემო 5-10სმ სისქით იფარება სხვადასხვა მასალით. მულჩირება ამცირებს ნიადაგიდან ტენის ჭარბ აორთქლებას, ნიადაგს იცავს ჩარეცხვისაგან და ხელს უწყობს მისი სტუქტურის გაუმჯობესებას.
მსგავსი სამუშაოების ჩატარება მომავალი წლისთვის თბილისის რამდენიმე ათეულ ბაღში იგეგმება.
თბილისის 10 ბაღის ეზოში კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა
18/07/2016