თბილისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო მიღებას დაესწრო.
ღონისძიებას, რომელიც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა, უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ -მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დიპლომატიური კორპუსის მიერ ჩვენი ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დიპლომატებს საქართველოსთვის გაწეული ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროფესიულ დღესასწაულს 3 ნოემბერს აღნიშნავს.
თბილისის საკრებულოში ქართული დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
05/11/2016