თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

25/09/2016

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ასევე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი ესწრებოდნენ.
თეატრალური ფესტივალი სპექტაკლით „შიგნიდან – Within” (ინდოეთი) გაიხსნა და 8 ოქტომბერს დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენები, სხვადასხვა თეატრში გაიმართება. მაყურებელი, ადგილობრივთან ერთად, სცენაზე ინდოეთის, პოლონეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის, სომხეთის, იაპონიის თეატრების დადგმებს იხილავს – წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამა. ასევე, პროგრამა New.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების მთავარი თეატრალური მოვლენაა. ფესტივალის მთავარი მიზანია თბილისის პოპულარიზაცია საერთაშორისო კულტურულ, ტურისტულ და ეკონომიკურ სივრცეში, საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების წარმოდგენა და საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისთვის.
თეატრალური ფესტივალის ინიციატორი დედაქალაქის მერიაა. ღონისძიება პროექტის ”check in Georigia” ფარგლებში იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0