თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა

12/03/2021

აშშ-ს ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 45 000 დოლარის ღირებულების მონიტორები გადასცა. აღნიშნული აღჭურვილობა, როგორც რეანიმაციული, ისე თერაპიული პაციენტების, მათ შორის, კორონავირუსის გართულებით გამოწვეული დაავადებების სამართავად გამოიყენება. სამედიცინო დაწესებულებების უახლესი აპარატურით აღჭურვა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. 2020-2021 წლებში პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის COVID-19-თან საბრძოლველად გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერის მოცულობამ 1 000 000 დოლარზე მეტი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0