თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

06/04/2016

თბილისის რამდენიმე რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორცprof-news-ს სააქციო საზოგადოება ”თელასიდან” აცნობეს, ხვალ, სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის შესახვევის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცუცქირიძის, ხიდისთავის, იორის, გელათის, გაბრიელ ეპისკოპოსისის, დუშეთის და ავლაბრის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, მახათას მთის, ქურთების დასახლების, ცოტნე დადიანის, მესხის, სტურუას, კელაპტრიშვილის, მეუნარგიას, ზაზიშვილის, ზაქრაძის, ლელაშვილის, ხუდადოვის, ჩეჩელაშვილის, რეხის, სამშვილდის, წყაროს, მარუაშვილის, არგვეთის, აჭარის, სამურზაყანოს, აფხაზეთის, ხონის, სენაკის, თეკლეთის, სალხინოს, აბაშის, თაშირის, ლანჩხუთის, ლაილაშის, გივიშვილის, ჭალადიდის, ასხინის, ლებარდოს, ქვალონის, ყირიმის, 9 ძმის და მახათას ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები ზუბალაშვილების, მიტროფანე ლაღიძის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს.კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, ბეჟან კალანდაძის, მარტვილის, ბერძნის, გრიშაშვილის, ვეზიროვის და ეფრემ მცირის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, ანა პოლიტკოვსკაიას, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, სანდრო ეულის, პეტრიწის, შარტავას და ხვიჩიას ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათი ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0